რეცეპტები / ქართული სამზარეულო / რულეტი „ქაშაყი შუბაში“
რულეტი „ქაშაყი შუბაში“

ინგრედიენტები:

საშუალო ზომის ჭარხალი - 2 ც.

სტაფილო - 2 ც.

კარტოფილი - 2 ც.

ქაშაყის ფილე - 200 გ

კვერცხი - 4 ც.

ხახვი - 1 ც.

მაიონეზი - 100 გ

 

მომზადება:

1.     წინასწარ მოხარშეთ კვერცხი და ბოსტნეული. ქაშაყის ფილე წვრილად დაჭერით.

2.     ბოსტნეული გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ცილა და კვერცხის გული დააცალკავეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე.

3.     ფოლგაზე ან საკვებ ცელოფანზე დააწყეთ ჭარხლის ფენა, მოაყარეთ მარილი და წაუსვით მაიონეზი.

4.     ზემოდან დაადეთ ცილის უმეტესი ნაწილი და ისევ მაიონეზი.

5.     შემდეგ დაადეთ სტაფილოს და კარტოფილის ფენა და მაიონეზი.

6.     კარტოფილისა და მაიონეზის ფენას დაადეთ ქაშაყის ნაჭრები.

7.     ფრთხილად გაახვიეთ რულეტი საკვებ ცელოფანში ან ფოლგაში და შედგით მაცივარში 4 საათით.

8.     სუფრაზე მიტანის წინ რულეტს მოაყარეთ დარჩენილი ცილა და კვერცხის გული და მორთეთ მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა