რეცეპტები / ქათმის კერძები / შნიცელი მილანურად
შნიცელი მილანურად

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე - 2 ც.

კვერცხი - 1 ც.

საფანელი - 1/2 ჭიქა

გახეხილი მაგარი ყველი - 1/2 ჭიქა

ზეითუნის ზეთი

ლიმონის წვენი

მარილი და პილპილი

 

მომზადება:

1.     დაჭერით ქათმის ფილე და დაბეგვეთ 5 მმ სისქემდე. დააყარეთ მარილი, პილპილი და მოასხით ლიმონის წვენი.

2.     აურიეთ საფანელი და გახეხილი ყველი ერთმანეთში.

3.     ათქვიფეთ კვერცხი. ამოავლეთ ფილეს ნაჭრები ჯერ კვერცხში, შემდეგ კი საფანელიან ნარევში. დააწექით ფილეს, რომ კარგად მიიკრას საფანელი და ყველი. დააწყეთ შნიცელები ლანგარზე და შედგით 5 წუთით  საყინულში.

4.     გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და შეწვით შნიცელები 2-2 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან. გადაიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე. მიიტანეთ ლიმონის ნაჭრებთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა