რეცეპტები / ხორცეული / არომატული ნაზი სტეიკი ბრაზილიურად ნივრის ზეთში
არომატული ნაზი სტეიკი ბრაზილიურად ნივრის ზეთში

ინგრედიენტები:

საქონლის სტეიკი - 1,5 კგ

ნიორი - 6 კბილი

მარილი, პილპილი - გემოვნებით

მცენარეული ზეთი - 2 ს.კ.

კარაქი - 4 ს.კ.

ოხრახუში წვრილად დაჭრილი - 1 ს.კ.

 

მომზადება:

ნიორი დაჭყლიტეთ და დააყარეთ მარილი. 

სტეიკი დაჭერით  4 ნაწილად. გააშრეთ და ორივე მხრიდან უხვად დააყარეთ მარილი და პილპილი. ტაფაში ძლიერ ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი და შეწვით სტეიკები ორივე მხრიდან 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიღეთ თეფშებზე და დატოვეთ, სანამ მოამზადებთ ნივრის ზეთს.

ტაფაში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი. დაამატეთ ნიორი და მოშუშეთ ოქროსფრამდე დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში.

სტეიკს მოასხით ნივრის ზეთი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა