რეცეპტები / აზიური სამზარეულო / არომატული ბრინჯი სტაფილოთი
არომატული ბრინჯი სტაფილოთი

ინგრედიენტები:

გრძელი ბრინჯი - 1,5 ჭიქა

მდუღარე წყალი - 2,25 ჭიქა

სტაფილო (საშუალო ზომის)- 3-4 ც.

ნიორი - 2-3 კბილი

ხახვი - 1 ც.

კარაქი - 25 გ

ზირა - 1-2 ჩ.კ.

ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ.

მარილი - 1,5-2 ჩ.კ.

პილპილი - გემოვნებით

 

მომზადება:

1. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით. სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

2. განიერ ტაფაში სქელი ძირით გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, დაამატეთ კარაქი და სწრაფად მოშუშეთ ნიორი 20-30 წამის განმავლობაში, მაშინვე დაამატეთ ხახვი და ზირა და კარგად აურიეთ. მოშუშეთ 1 წუთი მუდმივი მორევით. დაამატეთ სტაფილო და, მუდმივი მორევით,  შუშეთ 2-3 წუთი. შემდეგ დაამატეთ ბრინჯი და კარგად აურიეთ.

3. დაამატეთ მდუღარე წყალი, მარილი, პილპილი და დააცადეთ სითხეს ადუღდეს. დაუწიეთ ცეცხლს და დაახურეთ ტაფას თავსახური. ამზადეთ 10 წუთის განმავლობაში: თავსახური არ მოხადოთ და ბრინჯს არ მოურიოთ. გამორთეთ ცეცხლი და დატოვეთ ტაფა ქურაზე კიდევ 10-15 წუთი. შემდეგ მოხადეთ თავსახური და ჩანგლით ფრთხილად გააფხვიერეთ ბრინჯი. ცოტა ხნით დატოვეთ ასეთ მდგომარეობაში (რომ ბრინჯმა „ისუნთქოს“), შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მიიტანეთ სუფრასთან.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა