რეცეპტები / აზიური სამზარეულო / კარტოფილი ჩინურად - მზადდება მომენტარულად, გემო კი არასოდეს დაგავიწყდებათ!
კარტოფილი ჩინურად - მზადდება მომენტარულად, გემო კი არასოდეს დაგავიწყდებათ!

ინგრედიენტები:

კარტოფილი- 500 გ

ნიორი - 10 კბილი

ვაშლის ძმარი - 3 ს.კ.

მზესუმზირის ზეთი - 100 მლ

წიწაკა - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

 

მომზადება:

კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით თხელ ჩხირებად. 

წიწაკა დაჭერით რგოლებად. ნიორი მსხვილად დაჭერით. ღრმა ტაფაში ძლიერ ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი.                                                                                                                                                                                ტაფაში დაამატეთ ნიორი, ნახევარი წუთის შემდეგ კი - კარტოფილი. ხშირად მოურიეთ!  

ერთი წუთის შემდეგ დაამატეთ ძმარი და მარილი, შეწვით 40 წამის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ წიწაკა და აურიეთ, ერთი წუთის შემდეგ გადმოდგით. წიწაკის რაოდენობა შეიძლება დაარეგულიროთ.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა