სტატიები / ჯანმრთელი კვება / ტიბეტური დიეტა - ცხოვრების ჯანსაღი წესი
ტიბეტური დიეტა - ცხოვრების ჯანსაღი წესი
12.11.2016
სასარგებლო რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში. მათ სიბრძნეში კი ეჭვი არც უნდა შეგეპაროთ.

1. მიუხედავად იმისა, თუ რა სახის საკვებს იღებთ, პროპორციის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ექიმი კუჭის პირობითად 4 ნაწილად გაყოფას გვთავაზობს: 2/4-ს საკვებს ვუთმობთ, 1/4-ს სითხეს, ხოლო დარჩენილ 1/4-ს ცარიელს ვტოვებთ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირედი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დავიტოვოთ ხოლმე სუფრიდან ადგომისას, თავი ზედმეტად დანაყრებულად არ ვიგრძნოთ.

2. თავდაპირველად ისეთი საკვები უნდა მივიღოთ, რომელიც უფრო სწრაფად და მარტივად გადამუშავდება ორგანიზმის მიერ, შემდეგ უკვე შედარებით მძიმე საკვებზე გადავიდეთ. ამიტომაც ბევრგან მოისმენთ რჩევას იმის თაობაზე, რომ ხილი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდა მივირთვათ და არა მის შემდეგ, ასე ტოქსინების წარმოქმნას ავიცილებთ თავიდან.

3. დილით უმჯობესია თბილის საკვების მიღება (ფაფა), სადილზე ცილები (ხორცი), ვახშამზე კი მსუბუქად მოთუშული ბოსტნეული, პირობითად. ვახშმის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ დაიძინოთ, ცოტა ხანი იმოძრავეთ და იყავით ფიზიკურად აქტიური.

4. აუცილებლად დაიცვით გონივრული ინტერვალი კვებებს შორის. 



Print
ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიღეთ მასზე ნამცეცოვანი ცომის ნახევარი
მიღებული მასისგან გააკეთეთ ბურთულები 
პრაქტიკული რჩევები
26.04.2017
მორთეთ კაკაოთი, გახეხილი შოკოლადით და ფორთოხლის ცედრით
ჯანმრთელი კვება
08.12.2016
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
12.11.2016
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
16.12.2016
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
23.09.2016
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
19.07.2016
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა