ინგრედიენტები:
ხბოს ხორცი - 1 კგ
კარტოფილი - 10 ც.
ხახვი - 3 ც.
შავი ქლიავი (შეიძლება ჩირიც) - 100 გ
ოხრახუში, კამა - გემოვნებით
ცხიმი შესაწვავად
მომზადება:
1. ხორცი დაჭერით ნაჭრებად, დააყარეთ მარილი, პილპილი და შეწვით ტაფაზე.
2. შემწვარი ხორცი გაანაწილეთ თიხის ქოთნებში, დაამატეთ მოშუშული ხახვი, თხლად დაჭრილი კარტოფილი, შავი ქლიავი და დაჭრილი მწვანილი. დაახურეთ თავსახური, შედგით 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და მოშუშეთ მზადყოფნამდე.
გემრიელად მიირთვით!