რეცეპტები / თევზეული - ზღვის ნობათი / სამეფო კერძი: ორაგული, შებრაწული ფენოვან ცომში
სამეფო კერძი: ორაგული, შებრაწული ფენოვან ცომში

ინგრედიენტები:

ორაგულის ფილე - 750 გ

სატაცური - 500 გ

არაჟანი - 60 მლ

წვრილად დაჭრილი კამა - 3-4 ს.კ.

1 ლიმონის ცედრა

ფენოვანი ცომი - 450 გ (2 ფენა)

კვერცხი - 1 ც.

პილპილი

მარილი

 

მომზადება:

ორაგულის ფილეს მოაცილეთ ფხა და კანი. გააცხელეთ ღუმელის ტაფა 230 გრადუსამდე. სატაცურს მოაჭერით ბოლოები, ჩაუშვით მდუღარე მარილიან წყალში და ადუღეთ 3-5 წუთი. ამოიღეთ მდუღარედან და ჩადეთ ცივ წყალში, შემდეგ გადაასხით მთლიანი წყალი. სატაცურისგან გააკეთეთ პიურე და დაამატეთ არაჟანი, კამა და ლიმონის ცედრა. დაამატეთ მარილი და პილპილი და დატოვეთ.       

                                                                                                                                                          დადეთ ფენოვანი ცომის ერთი ფენა ნოტიო ღუმელის ტაფაზე, დაადეთ ზედ ორაგული, დააყარეთ მარილი და პილპილი. ორაგულზე გაანაწილეთ სატაცურის პიურე, ზემოდან ფანქრების მსგავსად დაადეთ სატაცურის ნედლი ღეროები. 

ორაგულს დაადეთ ფენოვანი ცომის მეორე ფენა და შეაერთეთ ნაპირები (სიგანე 2,5 სმ). ცომი ზემოდან ჩაჩხვლიტეთ 2-3 ადგილას, ორთქლისთვის. გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შედგით გახურებულ ღუმელში და შებრაწეთ ოქროსფრამდე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ ღუმელიდან და დაჭრამდე დააცადეთ გაგრილება 5-10 წუთი. ეს კერძი ასევე გემრიელია ცივად.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა