რეცეპტები / ხორცეული / ხორცის მომზადება მწვადისთვის არასტანდარტული წესით
ხორცის მომზადება მწვადისთვის არასტანდარტული წესით

ინგრედიენტები:

ბროწეული - 2 ც.

მშრალი წითელი ღვინო - 2/3 ჭიქა

ხახვი - 3-4 ც.

ხორცი - 4 კგ

მარილი - გემოვნებით


მომზადება:

ბროწეული, ღვინო და ხახვი აურიეთ ერთმანეთში - ამ მოცულობას იყენებთ 4 კგ ხორცისთვის. მარილს მაშინვე არ ამატებთ, ვინაიდან ხორცი გაუშვებს წვენს, წვენი კი უნდა შეუნარჩუნოთ. დატოვეთ 10-12 საათით. შეწვამდე დაახლოებით 2 საათით ადრე დაამატეთ მარილი და კარგად აურიეთ.

და კიდევ ერთი „საიდუმლო“: როცა დაიწყებთ ხორცის შეწვას, ჯერ შამფური ხორცით რამდენიმე წამით  დაიჭირეთ ღია ცეცხლზე. ხორცი მომენტალურად იფარება ქერქით და წვენი შიგნით რჩება. შემდეგ კი ჩვეულებრივად შეწვით მწვადი.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა