რეცეპტები / სალათები / მწყერის კვერცხის უგემრიელესი სალათა - საზაფხულო, გემრიელი და მსუბუქი
მწყერის კვერცხის უგემრიელესი სალათა - საზაფხულო, გემრიელი და მსუბუქი

ინგრედიენტები:


მწყერის კვერცხი - 10 ც.

პომიდორი ჩერი - 10 ც.

ქამა სოკო - 300 გ

მწვანე ხახვი - 1 კონა

სალათის ფურცლები - 250 გ

კამა და ოხრახუში - რამდენიმე ღერო

მცენარეული ზეთი შესაწვავად - 2 ს.კ.

 

შესაკაზმად:


მაიონეზი - 100 გ

ლიმონის წვენი - 1 ს.კ.

მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

სანელებლები - 0,5 ჩ.კ.

 

მომზადება:


მწყერის კვერცხები მოხარშეთ მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში, გააციეთ და გაფცქვენით. ქამა სოკო გარეცხეთ, დაჭერით თხელ ფირფიტებად, შეწვით და შემდეგ გააციეთ.  

პომიდორი ჩერი და კვერცხი გაჭერით შუაზე. ხახვი და მწვანილი წვრილად დაჭერით. სალათის ფურცლები ხელებით დაგლიჯეთ.

სალათის შესაკაზმად, აურიეთ ერთმანეთში მაიონეზი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და სანელებლები.

ყველა ინგრედიენტი აურიეთ დიდ სასალათეში და  მოასხით შესაკაზმი სოუსი.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა