რეცეპტები / მსუბუქი კერძები - საუზმეული / მოამზადეთ გემრიელი საუზმე 10 წუთში ბულგარული წიწაკით
მოამზადეთ გემრიელი საუზმე 10 წუთში ბულგარული წიწაკით

ინგრედიენტები:

ბულგარული წიწაკა 2 ც.

კვერცხის ცილა 5 ც.

ქამა სოკო 100 გ

მარილი გემოვნებით

ზეითუნის ზეთი ½ ჩ.კ.

შავი პილპილი გემოვნებით

მწვანილი 1 კონა


მომზადება:

წვრილად დაჭერით მწვანილი, სოკო და 1 ბულგარული წიწაკის ნახევარი. დააყარეთ მარილი, პილპილი და მოასხით ზეითუნის ზეთი. 

წიწაკის მეორე ნახევარში თანაბრად ჩაალაგეთ შიგთავსი და ზემოდან დაასხით კვერცხის ცილები. 

შებრაწეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში კვერცხის ცილების მზადყოფნამდე. 
სურვილისამებრ ზემოდან შეიძლება მოაყაროთ გახეხილი ყველი და მწვანილი.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა