რეცეპტები / მსუბუქი კერძები - საუზმეული / კონკილიონი ხორცით
კონკილიონი ხორცით
 
ინგრედიენტები:

ფარში - 200 გ

კონკილიონის პასტა - 15 ც.

არაჟანი - 100 გ

მაგარი ყველი - 100 გ (გახეხილი)

ნაღები 10% - 200 მლ

წვრილად დაჭრილი ნიორი - 2 ჩ.კ.

გამხმარი მწვანილი - 3 ჩ.კ.


მომზადება:

1. ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი, დაამატეთ ნიორი და მოშუშეთ 15-20 წამის 
განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ფარში და მოშუშეთ მზადყოფნამდე.

2. კონკილიონები მოხარშეთ ნახევრად, მზადყოფნამდე.

3. ფარში და გახეხილი ყველის ნაწილი აურიეთ ერთმანეთში და ჩაის კოვზით ფრთხილად ჩააწყეთ კონკილიონებში.

4. მოათავსეთ ფარშირებული ლოკოკინები მაღალკედლიან ცეცხლგამძლე ჭურჭელში.

5. არაჟანი  და ნაღები ათქვიფეთ, დაამატეთ მარილი, პილპილი და გამხმარი მწვანილი. ამ ნარევით მოასხით კონკილიონები.

6. შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით. 20 წუთის შემდეგ მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველით და დატოვეთ ღუმელში კიდევ 5-7 წუთით.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა