რეცეპტები / წვნიანები / ხორცის ღვეზელი კომბოსტოთი - ტოლმის შესანიშნავი ალტერნატივა
ხორცის ღვეზელი კომბოსტოთი - ტოლმის შესანიშნავი ალტერნატივა

ინგრედიენტები:

კომბოსტო - 1 ც.

ღორის ხორცის ფარში - 600 გ

პომიდორი - 300 გ

ბოსტნეულის ბულიონი - 200 გ

ბრინჯი - 50 გ

ხახვი - 1 ც.

ნიახური - 1 ს.კ.

ნიორი - 2 კბილი

მწვანილი - გემოვნებით

ძირა - გემოვნებით

შავი პილპილი - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით


მომზადება:


1. დამდუღრეთ პომიდორი, მოაცილეთ კანი და წვრილად დაჭერით. კუბიკებად დაჭერით ხახვი და ნიახური. დაჭყლიტეთ ნიორი. 

2. აურიეთ ერთმანეთში ფარში და ბრინჯი, დაუმატეთ სანელებლები, ბოსტნეული, დაასხით 100 მლ ბულიონი და დააყარეთ მარილი. კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 20-30 წუთით.

3. კომბოსტოს მოაცილეთ ფოთლები და მოხარშეთ, სანამ არ დარბილდება. ფოთლებს მოაჭერით მაგარი ძარღვები.

4. ფორმას დააფინეთ ჯერ ფოლგა, შემდეგ პერგამენტის ქაღალდი და გაუკეთეთ გვერდები.

5. დააფინეთ ფოთლების ნახევარი და ზემოდან გაანაწილეთ ფარშის ნახევარი და ასე გაიმეორეთ ფენები, ბოლო უნდა იყოს კომბოსტოს ფენა.

6. ფარშის ყოველ ფენას მოასხით დარჩენილი ბულიონი.

7. დააფარეთ ღვეზელს ფოლგა და შედგით 50 წუთით 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.

8გამოიღეთ ღვეზელი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ მორთეთ მწვანილით და მიიტანეთ სუფრასთან ცხელ მდგომარეობაში.


გამოცხობის დროს ღვეზელი უშვებს კომბოსტოს და ხორცის წვენს - თავისებურ სოუსს. ჭამის წინ მოასხით ღვეზელს სოუსი. დამატებით სურვილისამებრ შეგიძლიათ მოასხათ ღვეზელი არაჟანით ან მაიონეზით.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა