რეცეპტები / მსუბუქი კერძები - საუზმეული / ხაჭოს სწრაფი “ვარენიკები” – მარტივი და სასარგებლო საუზმე თქვენი შვილებისთვის
ხაჭოს სწრაფი “ვარენიკები” – მარტივი და სასარგებლო საუზმე თქვენი შვილებისთვის
ინგრედიენტები:


შაქარი 1 ს/კ;

ხაჭო 400 გ;

კვერცხი 2 ცალი;

ფქვილი 1 ჭიქა

მარილი გემოვნებით.


მომზადება:


1. თავიდანვე დადგით ქვაბით წყალი ასადუღებლად და შეუდექით კეთებას.

2. ხაჭო, კვერცხი და შაქარი ერთმანეთში კარგად აურიეთ, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ფქვილი.. მიიღებთ ხაჭოს ცომს.

3. დაყარეთ სამუშაო მაგიდაზე ფქვილი, გადაიტანეთ ცომი, დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

4. მიეცით ძეხვის ფორმა, დაჭერით პატარა ნაჭრებად.

5. ჩაყარეთ ადუღებულ მარილიან წყალში და ხარშეთ 3 წუთი მას შემდეგ, რაც ცომები ზემოთ ამოტივტივდება.

6. მიირთვით შაქრით, არაჟნით, შედედებული რძით, მურაბით ან სხვა სოუსით.


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა