რეცეპტები / ხორცეული / ოსტრის რეცეპტი გურმანებისთვის
ოსტრის რეცეპტი გურმანებისთვის

საჭირო მასალა:


საქონლის ხორცი - 1,5 - 2 კგ

ხახვი - 2 თავი

ახალი ან საკუთარ წვენში კონსერვირებული პამიდორი - 1 ქილა

ტომატ-პასტა - 2 ს.კ

ნიორი - 2-3 კბ

მარილი, წითელი წიწაკა - გემოვნებით

ქინძი - 2 კონა

ოხრახუში - 1 კონა


მომზადება:


ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ხახვი დავჭრათ წვრილად. დაჭრილი ხორცი გადავიტანოთ ქვაბში და დავდგათ მოსაშუშად. 

ცოტა ხანში დავაყაროთ ხახვი, მოვურიოთ, თავზე დავახუროთ და განვაგრძოთ შუშვა. კარგად რომ ჩაიშუშება და სითხეს შეიშრობს, დავამატოთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ ხორცი დაიფაროს.

ქვაბს დავახუროთ თავსახური, ცეცხლს დავუწიოთ და ვაცადოთ ხორცს მოხარშვა. თუ წყალს დაიშრობს, ხორცი კი ჯერ მზად არ არის, მაშინ ცოტაოდენი წყალი დავამატოთ.

როდესაც ხორცი კარგად მოიხარშება, ნახარში ცალკე ჯამში გადავწუროთ. ხორცს დავუმატოთ დაკონსერვებული პამიდორი (სეზონზე ცოცხალი, გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი 1 კგ პამიდორი გამოიყენეთ) და ტომატპასტა. 

დაახლოებით 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, შემდეგ დავუმატოთ თავისივე წვენი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოსტრის სისქე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. წვენი ნელ-ნელა დაუმატეთ, რომ კერძის კონსისტენცია აკონტროლოთ. სულ ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, მარილი და წითელი წიწაკა. 

თუ სქელ ოსტრს მოამზადებთ, გარნირად ბრინჯი მოუხდება. თხელის შემთხვევაში კი კარტოფილის პიურე.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა