სასარგებლო / ჯანმრთელი კვება / რატომ უნდა მიირთვათ ნიორი – ეშმაკის ნაფეხური, რომელმაც კულინარია დაიპყრო
რატომ უნდა მიირთვათ ნიორი – ეშმაკის ნაფეხური, რომელმაც კულინარია დაიპყრო
ალბათ ოთხი ათას წელზე მეტია, რაც ადამიანი ნიორს მოიხმარს. ნიორი პირველად უძველს შუმერულ დამწერლობაში გვხვდება. კლიმატმა და ბუნებრივმა პირობებმა ადამიანი აიძულეს, რომ ისეთი მცენარე მოეძებნა, რომელსაც სამკურნალო თვისებები ექნებოდა. 

როდესაც გარშემო ხან სიცხეა და ხანაც სინესტე, ჭაობები და მილიონობით მწერი, რომელსაც ავადმყოფობა გადააქვს, მუდმივად არსებობს იმის საფრთხე, რომ ადამიანი დაავადდეს. ამისთვის კი სჭირდებოდათ ისეთი უნიკალური საშუალება, რომელსაც ავად გახდომის შემთხვევაში მოიხმარდნენ.უძველესი დროის ადამიანებმა მალე ამოიცნეს ნივრის საიდუმლოება.

საკვებში მოხმარების პარალელურად მისი ნამწვავით საცხოვრებელს ბოლავდნენ, რათა თავი ავადმყოფობისგან დაეცვათ. ნივრის საშუალებით სამკურნალო წამლის დამზადება ძალიან ადვილია. გაციებისთვის თიხის ჭურჭელში მომზადებული ნივრის ნაყენი უებარი საშუალებაა. გველის ნაკბენისთვის გახეხილი ნიორი გამოიყენება. 

ჭიებისგან სამკურნალოდ კი ნიორს ლუდში ჭყლეტენ და ისე იღებენ. ყველაფერი ასე მარტივი და ეფექტურია. უძველეს ეგვიპტეში ნიორი აუცილებელი კომპონენტი იყო პირამიდების მშენებლების საკვებში. იმის გათვალისწინებით, რომ პირამიდების მშენებლობაში ძალიან ბევრი ხალხი მონაწილეობდა, საერთო ეპიდემიისგან თავის დასაღწევად მუშები ყოველდღიურად ნიორს და ხახვს იღებდნენ. 

მეცნიერებმა დაითვალეს და მთელი მშენებლობის განმავლობაში დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ხახვი და ნიორი იყო დახარჯული. უძველეს საბერძნეთში ნიორს აყროლებულ ვარდს ეძახდნენ და ძალიან უყვარდათ მისი საკვებად გამოყენება. მას ასევე იყენებდნენ სამკურნალო მიზნებისთვისაც. 

ძველად ექიმები ნიორს ღვინოში ხარშავდნენ, ურევდნენ ხახვს, თაფლს და სხვადასხვა სამკურნალო მცენარეს. მიღებული ნარევისგან კი ჭრილობების სამკურნალო მალამოებს ამზადებდნენ. ასევე ნივრის ნაყენს ურევდნენ ოპიუმში, რაც იმდროისთვის ერთ-ერთი მთავარი სამკურნალო საშუალება გახლდათ. უძველეს დროს ნიორს იყენებდნენ პროფილაქტიკის მიზნით შავი ჭირის, ქოლერისა და ტიფის საწინააღმდეგოდ. 

უძველესი დროიდან არსებობს ლეგენდა, რომ როდესაც სამოთხიდან გამოგდებულმა ეშმაკმა პირველად დადგა ფეხი დედამიწაზე, იმ ადგილას, სადაც მარცხენა ფეხი დააბიჯა, ნიორი გაიზარდა. ხოლო მარჯვენაზე - ხახვი. ძველი ტრადიციით, საკუთარი სახლის ბოროტი სულებისგან დასაცავად შესასვლელში გარედან ნივრის ბოლქვებს კიდებდნენ. მათ სწამდათ, რომ ბოროტი სული მის სუნს ვერ იტანდა. 


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა