რეცეპტები / ხორცეული / სტეიკი ბოსტნეულით
სტეიკი ბოსტნეულით

საჭირო მასალა:

ღორის ხორცი - 400 გრ

მაგარი ყველი - 60 გრ

წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ცალი

ყაბაყი - 60 გრ

პრასი - 30 გრ

ზეთი, მარილი, პილპილი - გემოვნებით

პომიდორი - 4 ცალი

მომზადება:

აიღეთ სტეიკი, დაჭერით ულუფებად, დაამარილეთ და მოაყარეთ სუნელები. მოასხით ზეთი და 1 საათით შედგით მაცივარში.

შემდეგ შეწვით ზეთში, სანამ არ დაიბრაწება და ცოტა ხნით ღუმელშიც შედგით. პომიდორს გულები ამოუღეთ და გახეხილი ყველით ამოავსეთ, მერე ღუმელში გამოაცხვეთ.

ყველა დანარჩენი ბოსტნეული წვრილად დაჭერით და ზეთსა და სუნელებთან ერთად მოშუშეთ. ბოსტნეული თასზე დადეთ, ზემოდან დაადეთ სტეიკი, მოასხით შემწვარი ხორცის წვენი და ფარშირებული პომიდვრებით მორთეთ. 


Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა