რეცეპტები / გამორჩეული გემო / აეროგრილი და ბლენდერი - ყველაზე გაყიდვადი წვრილი სამზარეულოს ტექნიკა ინტერნეტში
აეროგრილი და ბლენდერი - ყველაზე გაყიდვადი წვრილი სამზარეულოს ტექნიკა ინტერნეტში

როგორც გაირკვა, ქართველი დიასახლისები სამზარეულოს ტექნიკის უდიდესი ასორტიმენტიდან, რომლებსაც მათ ინტერნეტ მაღაზიები სთავაზობენ, ყველაზე ხშირად არჩევანს ბლენდერზე ან აეროგრილზე აკეთებენ, ყოველ შემთხვევაში ასეთია, რამდენიმე წამყვანი ინტერნეტ მაღაზიის გაყიდვების გუნდის გამოკითხვის შედეგები.

ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს, პირველ რიგში მათი საჭიროება და მრავალმხრივი გამოყენება, რაზეც დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ, ხოლო მეორე ალბათ შედარებით დაბალი ფასია, მაგალითად სამზარეულოს კომბაინებთან, ელექტრო ქურებთან და სხვა შედარებით მსხვილ საოჯახო ტექნიკასთან შედარებით.

შევეცდებით, მიმოვიხილოთ ამ ორი, როგორც აღმოჩნდა ძალიან პოპულარული ნივთის წამყვანი მწარმოებლები, მათი ხარისხი და ფასი, რაც დარწმუნებულები ვართ, არჩევანს ჩვენს გურმანებსაც გაუადვილებს.

აეროგრილი

აეროგრილი ღუმელია, რომელიც გაცხელების საშუალებად ჰალოგენურ ელემენტს იყენებს და ენერგო ეფექტურ "ქურად" ითვლება, ბევრად უფრო სწრაფად ამზადებს საკვებს და მოიხმარს ნაკლებ ელექტრო ენერგიას.

თანამედროვე აეროგრილი ინტერნეტ მაღაზიებში Franko-ს, Kenwood-ის, Eurolux-ის და Bosch-ის ბრენდებითაა წარმოდგენილი და ფასები 139-დან 159 ლარამდე მერყეობს.


გარდა სტანდარტული ქვაბისა, მათ კომპლექტაციაში როგორც წესი შედის სპეციალური ორი ან სამი ზომის სადგამები, შამფურები, ტაფა, სახურავის დამჭერი და სარტყელი ჯამური მოცულობის გასაზრდელად, რიგ შემთხვევებში - "მაშა" და ა.შ.

ხოლო სტანდარტული კომპლექტაცია ასე გამოიყურება (არსებობს მცირე განსხვავებები მოდელებისა და მწარმოებლების მიხედვით):

  • საშუალო სიმძლავრე: 1200-1500 ვატი
  • თვითწმენდის, გალღობის, გამოცხობის და გრილის ფუნქციები
  • მოცულობა: 12-14 ლიტრი (მზარდი 20-22 ლიტრამდე)
  • წვის ტემპერატურა: 250 გრადუსი

გამძლეობის კუთხით, თავად მომხმარებლები ყველაზე მეტად კენვუდის და ფრანკოს მოდელებს უწევენ და ზემოთ მოყვანილ სტატისტიკაზე დაყრდნობით, სწორედ ეს 2 ბრენდი ლიდერობს აეროგრილების გაყიდვებს როგორც პირდაპირ, ისე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

ბლენდერი

აეროგრილებისგან განსხვავებით, გაცილებით დიდი არჩევანია ბლენდერებში, შედის რა ეს პროდუქტი ფაქტობრივად ყველა სამზარეულოს ტექნიკის მწარმოებელი ბრენდის ასორტიმენტში და შესაბამისად, როგორც საფასო, ისე ფუნქციონალურ დონეზე, ბლენდერის შერჩევა გაცილებით უფრო რთული ამოცანაა.

კითხვაზე, როგორ შევარჩიოთ ბლენდერი ფასდაკლებით (ფასდაკლება ამ პროდუქტებზე ძალიან ხშირია ინტერნეტ სივრცეში, დიდი კონკურენციის გამო), პასუხის გაცემა პირველ რიგში იმ ბრენდების განხილვით უნდა დავიწყოთ, რომლებიც ბლენდერების ბაზარზე მთავარ მოთამაშეებს წარმოადგენენ და სპეფიციურ ნიშაზე პოზიციონირდებიან:

  • Philips - ყველაზე მაღალი ხარისხი
  • Panasonic - ყველაზე ხანგრძლივი გარანტიით
  • Kenwood - ყველაზე გაყიდვადი
  • Arshia - დიდი არჩევანი
  • Braun - საუკეთესო დაბალფასიანი მოდელები
  • Nikai - ყველაზე იაფი ასორტიმენტი

რიგითობა დალაგებულია ზოგადი ფასების მიხედვით თუმცა თითოეული მწარმოებელი მონაცემების მიხედვით სხვადასხვა საფასო სეგმენტში ხვდება.

ზოგადად, ფასები რა თქმა უნდა ფუნქციონალზეა დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ, ბრენდი ხშირ შემთხვევაში პრემიუმ ფასწარმოქმნასაც გულისხმობს.

გარდა ხელის და სტანდარტულ ტიპებად დაყოფისა, ფუნქციონალური კუთხით არსებობს შემდეგი ნაირსახეობები:

  • ჯამის მოცულობა
  • კორპუსის მასალა (პლასტმასი, ლითონი)
  • დანების მასალა
  • მოცურების საწინააღმდეგო სადგამები
  • მუშაობის რეჟიმები
  • სიმძლავრე
  • დამატებითი აქსესუარები

ორივე ნივთი ერთ შეთავაზებაში

ერთ-ერთი ინტერნეტ მაღაზია მომხმარებელს ამ ორი პოპულარული პროდუქტის ერთობლივ შეთავაზებას სთავაზობს, რომლის საშუალებითაც Kenwood-ის აეროგრილი და ბლენდერი ერთად გაცილებით იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ, დაახლოებით 350 ლარის ნაცვლად 244 ლარად, აქვე შესაძლებელია განვადებაც, თვეში 15 ლარად, წინასწარი შენატანისა და დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, თანაც მომდევნო თვიდან გადახდის დაწყების შესაძლებლობით.


შეჯამების სახით გეტყვით, რომ ყიდვამდე კარგად გადაამოწმეთ არჩეული პროდუქტის ხარისხი, მომხმარებელთა შეფასებები, ნახეთ ფასი სხვა ვებსაიტებზეც, მოითხოვეთ უფასო ადგილზე მიტანის სერვისი და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ.

ბედნიერ შოპინგს გისურვებთ!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა