რეცეპტები / დესერტი / როგორ მოვამზადოთ სამეფო დესერტი 30 წუთში
როგორ მოვამზადოთ სამეფო დესერტი 30 წუთში
15.07.2017

ინგრედიენტები:

ფენოვანი ცომი - 500 გ

ალუბალი - 500 გ

არაჟანი - 300 გ

შესქელებული რძე - 1 ჭიქა

შაქარი - 1 ს.კ.

კარაქი - 1 ს.კ.

 

მომზადება:

1. ცომი გააბრტყელეთ თხლად, გაჭერით 6-8 ნაწილად. თითოეულზე დააწყეთ მწკრივში ალუბლები და გაახვიეთ.

2. ღუმელის ფირფიტას წაუსვით კარაქი და დაალაგეთ ნამცხვრები. გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

3. შემდეგ გადაიღეთ ლანგარზე, გააგრილეთ. ბლენდერში კარგად ათქვიფეთ შესქელებული რძე, არაჟანი და შაქარი. ეს კრემი მოასხით ნამცხვრებს.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
26.04.2017
მორთეთ კაკაოთი, გახეხილი შოკოლადით და ფორთოხლის ცედრით
ჯანმრთელი კვება
08.12.2016
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
12.11.2016
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
16.12.2016
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
23.09.2016
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
19.07.2016
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა