რეცეპტები / ბოსტნეულის კერძები / გაანებივრეთ საკუთარი თავი შესანიშნავი ბოსტნეულის კერძით „ედემი“
გაანებივრეთ საკუთარი თავი შესანიშნავი ბოსტნეულის კერძით „ედემი“

ინგრედიენტები:

ყაბაყი - 300 გ

სტაფილო - 1 ც.

ხახვი - 1 ც.

პომიდორი - 1 ც.

ყველი - 50 გ

მარილი, პილპილი

ოხრახუში, კამა

 

სოუსი:

კვერცხი - 2 ც.

რძე - 100 მლ

მარილი, პილპილი

მომზადება:

ყაბაყი გაფცქვენით, მოაცილეთ თესლები და დაჭერით თხელ ნახევარ რგოლებად. ხახვი, სტაფილო და პომიდორი ასევე  დაჭერით ნახევარ რგოლებად.

ღუმელის ფირფიტას წაუსვით ზეთი და გადაიღეთ დაჭრილი ბოსტნეული. მოაყარეთ მარილი, პილპილი. 

შებრაწეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში. როგორც კი ბოსტნეული შეიბრაწება, გამოიღეთ, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მოასხით სოუსი. 

ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და შედგით ღუმელში კიდევ 5-7 წუთით. 

სოუსისთვის: კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ, დაამატეთ რძე, მარილი, პილპილი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა