ინგრედიენტები:
ყაბაყი - 5 კგ
ნიორი - 200 გ
წითელი ბულგარული წიწაკა - 1 კგ
მწარე წიწაკა - 500 გ
ვაშლი - 1 კგ
სტაფილო - 1 კგ
მცენარეული ზეთი - 0,5 ლ
ძმარი - 5 ს.კ.
ოხრახუში - 2 კონა
კამა - 1 კონა
შაქარი - 150-200 გ
მარილი - 100 გ
მომზადება:
ნიორი, ბულგარული წიწაკა და მწარე წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ყაბაყი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 2-ჯერ.
ვაშლი და სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე და გადაურიეთ ბოსტნეულის საერთო მასას. დაამატეთ ზეთი, ძმარი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.
ხარშეთ 1,5-2 საათის განმავლობაში (ნახავთ მიღებული მასის სისქის მიხედვით).
გაანაწილეთ წინასწარ მომზადებულ გასტერილიზებულ ქილებში. ხუფის ქვეშ მოასხით 1 ჩ.კ. ძმარი (0,5 ლ ქილაზე). მითითებული პროდუქტების რაოდენობაზე გამოდის საშუალოდ 12-14 ნახევარლიტრიანი ქილა.
გემრიელად მიირთვით!