რეცეპტები / სალათები / სოუსში შებრაწული ძალიან გემრიელი ნეკნები
სოუსში შებრაწული ძალიან გემრიელი ნეკნები
01.06.2017

ინგრედიენტები:

ნეკნები - 500 გ

დაფქული შავი წიწაკა

პრესში გატარებული ნიორი

ხმელი ტარხუნა

ხმელი რეჰანი

მარილი

 

სოუსისთვის:

კეტჩუპი - 120 გ

ძმარი - 1 ს.კ.

ყავისფერი შაქარი - 1 ს.კ.

 

მომზადება:

ნეკნები გარეცხეთ, გაამშრალეთ და მოაცილეთ აპკი და  ხორციდან ზედმეტი ქონი.  ნიორი, წიწაკა, მარილი და ხმელი მწვანილები აურიეთ ერთმანეშში და კარგად შეაზილეთ ნეკნებში, რომ უხვად იყოს დაფარული სანელებლებით.  

ნეკნები მჭიდროდ გაახვიეთ ფოლგაში ორ ფენად და კარგად მოუჭირეთ ნაკერებში, რომ წვენმა არ გამოჟონოს. შებრაწეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში არა ნაკლებ 2 საათი.

მზადყოფნამდე 15 წუთით ადრე გადაურიეთ ერთმანეთში სოუსის ყველა ინგრედიენტი და კარგად წაუსვით ცალ მხარეს. გადართეთ ღუმელი გრილის რეჟიმში და გააჩერეთ ნეკნები 5 წუთი. იგივე გაიმეორეთ მეორე მხარესთანაც.

გემრიელად მიირთვით! 



Print

კომენტარები


გადაურიეთ ერთმანეთში დარბილებული კარაქი
ღვეზელებს ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი 
პრაქტიკული რჩევები
26.04.2017
მორთეთ კაკაოთი, გახეხილი შოკოლადით და ფორთოხლის ცედრით
ჯანმრთელი კვება
08.12.2016
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
12.11.2016
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
16.12.2016
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
23.09.2016
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
19.07.2016
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა