რეცეპტები / ქართული სამზარეულო / ტრადიციული ჩანახი ქოთნებში
ტრადიციული ჩანახი ქოთნებში

ინგრედიენტები:

საქონლის ან ცხვრის ხორცი - 500 გ

კარტოფილი - 600 გ

პომიდორი - 500 გ

ბადრიჯანი - 300 გ

სტაფილო - 200 გ

ხახვი - 200 გ

ნიორი - 4 კბილი

დაფნის ფოთოლი

მარილი

წითელი მწარე წიწაკა

მწვანილი

 

მომზადება:

ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა მითითებულია 4 საშუალო  ქოთანზე. ბადრიჯანი დაჭერით კუბიკებად. დააყარეთ მარილი და დატოვეთ 30 წუთით, რათა გაუვიდეს სიმწარე. შემდეგ გარეცხეთ ცივ წყალში და ცოტათი გაწურეთ. 

ხორცი დაჭერით მცირე ნაჭრებად. პომიდორი დაჭერით კუბიკებად. სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ხახვი წვრილად დაჭერით, კარტოფილი დაჭერით კუბიკებად. ქოთნის ძირში დადეთ ხორცი, დააყარეთ მარილი, წიწაკა. 

ხორცის ზემოდან დადეთ კარტოფილი, შემდეგ ბადრიჯანი და ზემოდან ხახვი. ხახვს დაადეთ სტაფილო, სტაფილოზე პომიდვრის ნახევარი, შემდეგ მარილი და წიწაკა. თუ გინდათ, რომ კერძი უფრო წვნიანი იყოს, დაამატეთ ცოტაოდენი წყალი ან ბულიონი.

ქოთნები შედგით გახურებულ ღუმელში. ამზადეთ 180 გრადუსზე 1,5-2 საათის განმავლობაში. 15 წუთით ადრე მზადყოფნამდე დაამატეთ დარჩენილი პომიდორი, თითოეულ ქოთანში დაამატეთ პრესში გატარებული ნიორი (თითო კბილი ქოთანზე) და დაფნის ფოთოლი. გამზადებულ კერძს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა