რეცეპტები / დესერტი / ნაზი ჩიზქეიქი შედედებული რძით
ნაზი ჩიზქეიქი შედედებული რძით
12.05.2017

ინგრედიენტები:

მოხარშული შესქელებული რძე – 300 გ

კარაქი - 160 გ

ფხვიერი პეჩენია - 250 გ

ხაჭო -  750 გ

ცივი წყალი - 70 მლ

ნიგოზი - 40 გ

ჟელატინი - 30 გ

გახეხილი შოკოლადი მოსართავად

 

მომზადება:

1. ნიგოზი და პეჩენია დააბლენდერეთ. მიიღებთ ნამცეცოვან მასას. გადაიღეთ ჯამში.

2. დაამატეთ გამდნარი კარაქი, აურიეთ.

3. აიღეთ გასახსნელი ფორმა, ძირში დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.

4. გადაიღეთ ფორმაში მასა, ამოუწიეთ გვერდები და კარგად დატკეპნეთ. შედგით მაცივარში 30 წუთით.

5. ჟელატინს დაასხით ცივი წყალი. დაელოდეთ 30 წუთი.

6. ხაჭო და მოხარშული შესქელებული რძე გადაურიეთ ერთმანეთში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

7. ჟელატინი ოდნავ შეათბეთ. დაამატეთ 1 ს.კ. ხაჭოსა და სგუშჩონის მასა და აურიეთ.

8. მიღებული ნარევი ისევ გადაიღეთ ხაჭოსა და სგუშჩონის მასაში.

9. გადაიღეთ მასა ფორმაში და შედგით მაცივარში 3 საათით ან უფრო უკეთესია მთელი ღამით.

10.  როცა გამოიღებთ მაცივრიდან, ამოიღეთ ჩიზქეიქი გასახსნელი ფორმიდან და მორთეთ  გახეხილი შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით! 



Print
ხაჭო და მოხარშული შესქელებული რძე გადაურიეთ
მიღებული მასისგან გააკეთეთ ბურთულები 
ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიღეთ მასზე ნამცეცოვანი ცომის ნახევარი
პრაქტიკული რჩევები
26.04.2017
მორთეთ კაკაოთი, გახეხილი შოკოლადით და ფორთოხლის ცედრით
ჯანმრთელი კვება
08.12.2016
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
12.11.2016
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
16.12.2016
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
23.09.2016
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
19.07.2016
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა