რეცეპტები / ბოსტნეულის კერძები / ირლანდიური რაგუ კარტოფილითა და სტაფილოთი
ირლანდიური რაგუ კარტოფილითა და სტაფილოთი

ინგრედიენტები:

საქონლის ხორცის რბილობი - 600 გ

კარტოფილი - 5 ც.

სტაფილო - 2 ც.

ნიორი - 2 კბილი

ხახვი - 1 ც.

მწვანილი

წითელი ღვინო - 100 მლ

მცენარეული ზეთი

მარილი, პილპილი


მომზადება:

1.  ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად. გააცხელეთ ტაფაში ზეთი და შეწვით ხორცი ოქროსფრამდე. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

2.  კარტოფილი, ხახვი და სტაფილო გათალეთ. სტაფილო და კარტოფილი დაჭერით მსხვილ კუბიკებად, ხახვი - წვრილად.

3.  მეორე ტაფაში შეწვით კარტოფილი 10 წუთის განმავლობაში. დაამატეთ სტაფილო და ხახვი და ამზადეთ კიდევ 5-7 წუთი.

4.  დაამატეთ ხორცი და ღვინო, საჭიროებისამებრ მოაყარეთ მარილი და პილპილი. შემდეგ დაამატეთ პრესში გატარებული ნიორი და დაახურეთ თავზე. მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 30 წუთი.

5. გამზადებულ კერძს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა