რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ნამცხვარი - Snickerdoodles - ძალიან გემრიელი და ნაზი
ნამცხვარი - Snickerdoodles - ძალიან გემრიელი და ნაზი

ინგრედიენტები:

ფქვილი - 2 + ¾ ჭიქა

კარაქი (ოთახის ტემპერატურის) – 200-220 გ

კვერცხი - 2 ც.

შაქარი - 1 + ¾ ჭიქა

დარიჩინი - 2 ჩ.კ.

მარილი - ¼ ჩ.კ.

სოდა - 1 ჩ.კ.


მომზადება:

ფქვილი გაცერით, დაამატეთ სოდა და მარილი. კარაქი და 1 ½ ჭიქა შაქარი ათქვიფეთ 2 წუთის განმავლობაში მსუბუქ ჰაეროვან კონსისტენციამდე. დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ ერთგვაროვნამდე. 

გადაურიეთ ერთმანეთში ეს ორი ნარევი. ცომი გამოვა ნოტიო, ოდნავ მიეწებება ხელებს. 1 საათით შედგით მაცივარში. დარჩენილი შაქარი და დარიჩინი აურიეთ ერთმანეთში. 

ცომისგან გააკეთეთ 3-4 სმ დიამეტრის ბურთულები და ამოავლეთ დარიჩინიან შაქარში. ბურთულები დააწყეთ პერგამენტის ქაღალდით გადაფარებულ ღუმელის ფირფიტაზე, ჭიქით ოგნავ დააბრტყელეთ ნამცხვრის ზედაპირი და გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში. 

ნამცხვრის ზედაპირი ოდნავ დასკდება. ეცადეთ არ გადააშროთ ნამცხვარი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა