სტატიები / პრაქტიკული რჩევები / როგორ გამოვაცხოთ გემრიელი და ჰაეროვანი პური მინერალურ წყალზე - მარტივი და სწრაფი რეცეპტი
როგორ გამოვაცხოთ გემრიელი და ჰაეროვანი პური მინერალურ წყალზე - მარტივი და სწრაფი რეცეპტი
26.04.2017

ინგრედიენტები:

ფქვილი - 500 გ

მინერალური წყალი - 300 მლ

საფუარი - 5 გ

მარილი - 10 გ

შაქარი - 1 ჩ.კ.

 

მომზადება:

ფქვილი გაცერით, დაამატეთ მარილი და შაქარი. დაასხით მინერალური წყალი და მოზილეთ ცომი. ცომი გადაიღეთ ჯამში, გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 20 წუთით. საფუარი გახსენით 2 ს.კ. წყალში, კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ცომს და მოზილეთ. ცომი ისევ გადაიღეთ ჯამში, გადააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ 1 საათით.

გააკეთეთ ერთი ან რამდენიმე პური და გადაიღეთ ფორმებში, რომლებსაც წინასწარ მოაყარეთ ფქვილი. პურებს ასევე ზემოდან მოაყარეთ ფქვილი. შედგით გამორთულ ღუმელში 1 საათით.

შემდეგ ბასრი დანით გააკეთეთ ჩანაჭრები. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. ღუმელის ყველაზე დაბალ თაროზე დადგით ჭიქა ცხელი წყლით. პური გამოაცხეთ 20-30 წუთის განმავლობაში ოქროსფერ ქერქამდე. როცა გამოიღებთ ღუმელიდან, დატოვეთ ფორმაში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ და გააგრილეთ ღუმელის ბადეზე.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
26.04.2017
მორთეთ კაკაოთი, გახეხილი შოკოლადით და ფორთოხლის ცედრით
ჯანმრთელი კვება
08.12.2016
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
12.11.2016
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
16.12.2016
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
23.09.2016
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
19.07.2016
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა