სტატიები / პრაქტიკული რჩევები / ყავის პანა-კოტა - ღვთაებრივი დესერტი
ყავის პანა-კოტა - ღვთაებრივი დესერტი
26.04.2017

ინგრედიენტები:

ხსნადი ყავა - 2 ჩ.კ.

რძე - 150 მლ

არაჟანი - 180 გ

შაქარი - 4 ჩ.კ.

კვერცხის გული - 1 ც.

ვანილის შაქარი - 1 ჩ.კ.

ჟელატინი - 20 გ

 

მომზადება:

ჟელატინი გახსენით 1 ს.კ. წყალში და დატოვეთ, სანამ არ გაიჟღინთება. ქვაბში ჩაასხით რძე, დაამატეთ ყავა, მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით.

კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ ხელის სათქვეფით და გადაიღეთ ცხელ რძეში. დადგით დაბალ ცეცხლზე და, მუდმივი  მორევით, გააცხელეთ, მაგრამ არ მიიყვანოთ დუღილამდე.

როგორც კი ნარევი დაიწყებს შესქელებას, გადმოდგით და გახსენით მასში ჟელატინი. გააგრილეთ. შემდეგ დაამატეთ არაჟანი, აურიეთ. გაანაწილეთ ნარევი ფორმებში და შედგით მაცივარში შესქელებამდე. 

იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში. 

მორთეთ კაკაოთი, გახეხილი შოკოლადით და ფორთოხლის ცედრით.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
26.04.2017
მორთეთ კაკაოთი, გახეხილი შოკოლადით და ფორთოხლის ცედრით
ჯანმრთელი კვება
08.12.2016
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
12.11.2016
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
16.12.2016
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
23.09.2016
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
19.07.2016
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა