რეცეპტები / აზიური სამზარეულო / ხორცი ტაილანდურად - შეუძლებელია არ შეგიყვარდეს
ხორცი ტაილანდურად - შეუძლებელია არ შეგიყვარდეს

ინგრედიენტები:

ხორცი - 1 კგ

ბულგარული წიწაკა - 2-3 ც.

რძე - 100 გ

სოიოს სოუსი - 2-3 ს.კ.

მწარე წიწაკა - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

 

მომზადება:

ხორცი დაჭერით თხელ ნაჭრებად. ბულგარული წიწაკა დაჭერით სურვილისამებრ. გახურებულ ტაფას დაასხით ზეთი და შეწვით ხორცი, შემდეგ მოშუშეთ საკუთარ წვენში.

როცა სითხე აორთქლდება, დაამატეთ რძე და ამზადეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ რძე არ აორთქლდება.  შემდეგ დაამატეთ ბულგარული წიწაკა და მოშუშეთ კიდევ 10 წუთი. დაამატეთ მწარე წიწაკა, სოიოს სოუსი და მარილი. 

მოშუშეთ რამდენიმე წუთი და გადმოდგით. სუფრაზე მიიტანეთ ბრინჯთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა