რეცეპტები / ბოსტნეულის კერძები / ბროკოლი ნივრით და ლიმონის წვენით - სასარგებლო შეიძლება გემრიელიც იყოს!
ბროკოლი ნივრით და ლიმონის წვენით - სასარგებლო შეიძლება გემრიელიც იყოს!

ინგრედიენტები:

ბროკოლი - 500 გ

ზეითუნის ზეთი - 3 ს.კ.

ნიორი - 4 კბილი

პილპილი - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

ლიმონის წვენი - 1,5-2 ს.კ.

მწარე წიწაკა - გემოვნებით

 

მომზადება:

1. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსამდე.

2. ბროკოლი დაყავით ყვავილედებზე. მოათავსეთ თუშფალანგზე და კარგად გარეცხეთ. დაიცადეთ, სანამ ბროკოლი არ გაშრება.

3. შემდეგ ბროკოლი, ზეითუნის ზეთი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი გადაურიეთ ერთმანეთში. ღუმელის ფირფიტას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ერთ ფენად დააწყეთ ბროკოლის ყვავილედები. შედგით ცხელ ღუმელში.

4. შებრაწეთ 7 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და გადააბრუნეთ ყვავილედები. შებრაწეთ კიდევ 8 წუთი, სანამ ბროკოლი არ დარბილდება და გვერდები ლამაზად არ შეიბრაწება.

5. გამოიღეთ ღუმელიდან და მოასხით ლიმონის წვენი. სურვილისამებრ მოაყარეთ მწარე წითელი წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა