რეცეპტები / ქართული სამზარეულო / ხის სოკოს ჩაშუშული
ხის სოკოს ჩაშუშული

ინგრედიენტები:

ხის სოკო - 300 გ

ხახვი - 25 გ

ნიორი - 5 გ

ტარხუნა - 4 გ

ქინძი - 8 გ

თეთრი ღვინო - 40 მლ

სვანური  მარილი - 3 გ

მცენარეული ზეთი - 15 გ

დაფქული ხმელი ქინძი - 1 გ

მომზადება:

1. ხის სოკო გარეცხეთ.

2. ტაფაში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი.

3. დაამატეთ დაჭრილი ხის სოკო.

4. 5 წუთის განმავლობაში მოშუშეთ სოკო, შემდეგ დაამატეთ თეთრი ღვინო და შუშეთ კიდევ 15 წუთი.

5. დაამატეთ სანელებლები და მწვანილი.

6. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და ტარხუნის ფოთლები.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა