რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / საგაზაფხულო სტაფილოს კექსი
საგაზაფხულო სტაფილოს კექსი

ინგრედიენტები:

სტაფილო - 250 გ

ფქვილი -260 გ

შაქარი - 300 გ

კვერცხი - 4 ც.

ვანილის შაქარი - 1 კოლოფი

მცენარეული ზეთი - 180-200 მლ

სოდა - 1 ჩ.კ.

მარილი - მწიკვი

მომზადება:

სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე. ბლენდერში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ ვანილის შაქარი, გახეხილი სტაფილო, ზეთი და ისევ ათქვიფეთ. არ შეაჩეროთ თქვეფა და თანდათან დაამატეთ სოდიანი ფქვილი და მწიკვი მარილი, ათქვიფეთ ცოტა დიდხანს.

გადაიღეთ ცომი მომზადებულ ფორმაში და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით. 

გამომცხვარი კექსი დატოვეთ გამორთულ ღუმელში 5 წუთით, შემდეგ ამოიღეთ და ფორმაშივე გააგრილეთ. სურვილისამებრ კექსს ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი ან მოაყარეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა