რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / ხორცი ებრაულად - უფრო გემრიელი ჯერ არ გაგისინჯავთ
ხორცი ებრაულად - უფრო გემრიელი ჯერ არ გაგისინჯავთ

ინგრედიენტები:

საქონლის ხორცი - 1 კგ

ხახვი - 1 კგ

შავი წიწაკის ბურთულები - 1 ჩ.კ.

დაფნის ფოთოლი - 2 ც.

მარილი - გემოვნებით

მცენარეული ზეთი

მომზადება:

ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ოქროსფრამდე. დაამატეთ მცირე ნაჭრებად დაჭრილი ხორცი. შეწვით დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ ხორცის წვენი არ აორთქლდება და ხორცი არ დაიწყებს შებრაწვას. 

შემდეგ დაამატეთ ცივი წყალი, მარილი, მიიყვანეთ დუღილამდე, დაახურეთ თავსახური და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 1,5-2 საათის განმავლობაში. საქონლის ხორცი გამოდის ძალიან რბილი. 15 წუთით ადრე მზადყოფნამდე დაამატეთ შავი წიწაკის ბურთულები და დაფნის ფოთოლი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა