რეცეპტები / ხორცეული / ღორის ხორცი სანელებლებით - საოცარი გემო!
ღორის ხორცი სანელებლებით - საოცარი გემო!

ინგრედიენტები:

უძვლო ღორის ხორცი - 1.2 კგ

ნიორი - 6-7 კბილი

მაიონეზი - 1 ჭიქა

დაფნის ფოთილი - 3-4 ც.

პილპილი - 1,5 ს.კ.

ხმელი ქინძი - 1 ს.კ.

პაპრიკა - 1,5 ს.კ.

მარილი - გემოვნებით

მომზადება:

ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში მაიონეზი, ყველა სანელებელი (ქინძი, პილპილი, პაპრიკა), პრესში გატარებული ნიორი. დაამატეთ მარილი და აურიეთ. ხორცი დადეთ ფოლგაზე ცხიმიანი ნაწილით ქვემოთ. 

მიღებული სოუსის ¼  გაანაწილეთ კოვზით ხორცის ზედაპირზე, შემდეგ გადააბრუნეთ ხორცი და თანაბრად წაუსვით ყველა მხრიდან დარჩენილი სოუსი. ზემოდან დაადეთ დაფნის ფოთოლი. ფოლგის ზედა და ქვედა ბოლოები გადაგრიხეთ ერთად, რათა გამოცხობის დროს სოუსმა არ გამოჟონოს. შედგით ხორცი მაცივარში 2-3 საათით. 

შემდეგ გამოიღეთ და შებრაწეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 3 საათის განმავლობაში. სუფრასთან მიტანამდე მოაცილეთ ხორცს ფოლგა და დაჭერით ნაჭრებად. ზემოდან მოასხით წვენი, რომელიც გამოუშვა ხორცმა შებრაწვის დროს.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა