რეცეპტები / გამორჩეული გემო / ნაზი ინდაურის ხორცი ვაშლით 15 წუთში - ორიგინალური და გემრიელი კერძი!
ნაზი ინდაურის ხორცი ვაშლით 15 წუთში - ორიგინალური და გემრიელი კერძი!

ინგრედიენტები:

ინდაურის ხორცი - 300 გ

ვაშლი - 1 ც.

ხახვი - 1 ც.

სოიოს სოუსი - 1 ს.კ.

ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ.

მზესუმზირის ზეთი - 1 ს.კ.

მარილი - გემოვნებით

პილპილი - გემოვნებით


მომზადება:

ინდაურის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოასხით ზეითუნის ზეთში გაზავებული სოიოს სოუსი.  დატოვეთ 1-2 საათი დასამარინადებლად.     

ვაშლი დაჭერით კუბიკებად, ხახვი - თხელ რგოლებად. ხახვი მოშუშეთ მზესუმზირის ზეთში ოქროსფრამდე. დაამატეთ ინდაურის ხორცი მარინადთან ერთად და, მუდმივი მორევით, შეწვით ძლიერ ცეცხლზე რამდენიმე წუთი. 

შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და დაამატეთ დაჭრილი ვაშლი, მარილი, პილპილი. კარგად მოურიეთ და დაახურეთ თავსახური. მოშუშეთ კიდევ 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა