რეცეპტები / ცომეული / უგემრიელესი ღვეზელი კვერცხითა და მწვანე ხახვით
უგემრიელესი ღვეზელი კვერცხითა და მწვანე ხახვით

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

ფქვილი - 7 ს.კ.

არაჟანი - 200 გ

კვერცხი - 4 ც.

მარილი - გემოვნებით

სოდა - 1/3 ჩ.კ.

მაიონეზი - 1 ს.კ.

 

შიგთავსისთვის:

მოხარშული კვერცხი - 6 ც.

მწვანე ხახვი - 1 დიდი კონა

მარილი - გემოვნებით

 

მომზადება:

ათქვიფეთ 4 ც. კვერცხი, დაამატეთ მარილი, არაჟანი, მაიონეზი და კარგად აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და სოდა, ისევ კარგად აურიეთ.

შიგთავსისთვის: წვრილად დაჭერით კვერცხი და მწვანე ხახვი, დაამატეთ მარილი და აურიეთ.

გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და გადაიღეთ ცომის ნახევარი. ზემოდან გაანაწილეთ კვერცხის შიგთავსი და დაფარეთ დარჩენილი ცომით. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მზადყოფნამდე.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა